„მე მინდა ვისაუბრო ინტერნეტ კაზინოების აკრძალვაზე და პირდაპირ მინდა ვუთხრა კმაყოფილ მშობლებს, ვისაც გონიათ, რომ აი რაკარგია ჩემი შვილი აღარ ითამაშებს და ვალები არ ექნება. თქვენს შვილს მოუწევს, სადმმე ბნელ სადარბაზოში თამაში და მერე ბანკი კი არ გამოუგზავნის ინვოისს გადასახდელზე, არამედ 12 საათამდე ჩატანას დაავალებს ვიღაცა. მერე მეორე შვილს სკოლაში ვიღაც თავანს ააგროვებინებს ისე რომ ეს ცოტა უფრო რთულ რამეებს გამოიწვევს. ცივილურმა სამყარომ სწორედ ამიტომ გახადა ეს ლეგალური, რომ ყველაფერი ნათელი ყოფილიყო. დღეს კი კრიმინალი ისევ დაბრუნდება და აქამდე თუ სკოლებში თავანი აღარ გროვდებოდა, აწი მაინც აგროვდება. ამიტომ ტყუილად გიხარიათ, თქვენი შვილები ისევ მსხვერპლი იქნებია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე“, – ამის შესახებ რეჟისორმა გია ჭანტურიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.