ახალი ამბები კორონავირუსი ციტატა

გამყრელიძე: საქართველოში ომიკრონის შიდა გავრცელება დაიწყო

“ბოლო ერთი კვირაა, აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიკატორების ზრდა, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი. სამი პროცენტით არის გაზრდილი დადებითობა. გაზრდილია შვიდი დღის საშუალო დადებითობაც. ჯერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს. გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება, ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებებისა და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ, დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს: ქვეყანაში იზრდება „ომიკრონის“ გავრცელება და მეორე – ის, რომ წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა. სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილიანობის ინდიკატორი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....