ახალი ამბები კორონავირუსი

გამყრელიძე: ომიკრონი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს

ომიკრონი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, შესაძლოა შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი ვირულენტობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს ე.წ პოპულაციური იმუნიტეტი და ამან ხელი შეუწყოს გლობალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

„მოგეხსენებათ, რომ ომიკრონის შემდგომ ბედთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი შეხედულება არსებობს.არ არის გამორიცხული, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს. ანუ შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი ვირულენტობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს ე.წ პოპულაციური იმუნიტეტი და ამან ხელი შეუწყოს გლობალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აცრებთან ერთად“, – აცხადებს გამყრელიძე.

იტვირთბა....