დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პანდემიის დასასრულის დასაწყისი სწორედ იმუნიზაციაზე გადის.
აცრა, აცრა და აცრა, – განაცხადა გამყრელიძემ
მისივე თქმით, ვინც უკვე ორივე დოზა გაიკეთა აუცილებელია, რომ ბუსტერიც დაიმატოს.
„ამ ვირუსს, როგორც ჩანს ჯერკიდევ ბევრი სიურპრიზის მოტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც მოვუწოდებთ. რა არის ეს? პირველ რიგში ეს არის აცრა, აცრა და აცრა. იმიტომ რომ აცრებზე გადის პანდემიის დასრულების მთავარი გზა. როგორც მოგახსენეთ, დღეს ჩვენთან მოზრდილი მოსახლეობის 40.3%-ია აცრილი. ვერ გავედით 60%-იან მაჩვენებელზე. ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, რომ როგორმე ივლისის თვეში ამ მაჩვენებელზე ავიდეთ. ეს მოსახლეობას უკეთესად დაიცავს. უფრო მეტად ეს მნიშვნელოვანია ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამის გამო სახელმწიფომ სტიმული მისცა ადამიანებს და 50 წელს ზემოთ ადამიანები აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ.
ჩვენი მიზანია გვქონდეს 90%-იანი ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამას თუ მივაღწევთ, სიკვდილიანობა რადიკალურად შემცირდება. ვინც უკვე ორჯერ აიცრა, მივიდეს და გაიკეთოს ბუსტერი. უმორჩილესად გთხოვთ ეს გავაკეთოთ“, – აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი.