მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოკითხავს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოკითხვა შეეხება სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეებს და შესაძლო დანაშაულების ფაქტებს.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოკითხავს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე ხნის განმავლობაში მანდატი. გამოკითხვა არის იმ გამოძიების და საქმის ფარგლებში, რომელიც სააკაშვილის მიმართ არის აღძრული სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ დანაშაულის ფაქტზე. ჩვენ ასევე მოვიძიებთ ინფორმაციას გორიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ერთადერთი პრობლემა, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ეს არის პენიტენციურის მხრიდან გამოძიების ჩატარებაზე უარის თქმა“, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც მის მიმართ შესაძლო წამების და არაადამიანური მოპრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს.