არავაქცინირებულ ადამიანებს ცხოვრება უნდა გავურთულოთ, – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „ლა პარიზიენთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ფრანგულიდან ინტერვიუს ინგლისურ თარგმანს „სიენბისი“ ავრცელებს.
როგორც ემანუელ მაკრონი ინტერვიუს დროს აღნიშნავს, ის არავაქცინირებული ადამიანებისთვის სხვადასხვა შეზღუდვების შემოღებას აპირებს და ამ საქმეს ბოლომდე გააგრძელებს.
„მე ნამდვილად ვაპირებ ანტივაქსერი და არავაქცინირებული ადამიანების შეწუხებას. ვეცდები მათი ცხოვრება გავართულო“, – აცხადებს მაკრონი.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამ საკმაოდ მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ოპონენტების მხრიდან ეს საქციელი უპასუხისმგებლოდ შეფასდა.