ახალი ამბები კორონავირუსი

კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ციციშვილის კლინიკაში დაადასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩვილს თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა.

„ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მას ჰქონდა კომბინირებული თანდაყოლილი მანკი. დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იყო ასევე დღენაკლული და ძალიან მცირე წონის. გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან კოვიდინფექციამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამჟამად რეანიმაციაში 10 პაციენტი იმყოფება, თუმცა მართვით სუნთქვაზე არავინ არ არის“, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ბოლო პერიოდში უკვე მეორე ჩვილი გარდაიცვალა.

იტვირთბა....