ყაზახებმაც მოახერხეს დემოკრატია და ჩვენ რა გვჭირს, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა დაწერა.
მისივე თქმით, თვითგვემას სანამ დავიწყებთ მანამდე ეს უნდა გაგვახსენდეს.
„ყაზახეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვინაა პრემიერი ან მთავრობის შემადგენლობას;
- მთავრობა გადააყენა პრეზიდენტმა -ძალაუფლების შესანარჩუნებლად;
- ძალაუფლების რეალურად მფლობელები რჩებიან იგივე, ახლაც და სავარაუდოდ, კიდევ დიდ ხანს, მხოლოდ კლანებს შორის გადანაწილების ფორმულა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს-იქით ან აქეთ.
ისე, ინფორმაციისთვის, თვითგვემას სანამ დავიწყებთ-ყაზახებმაც მოახერხეს ‘დემოკრატია’ და ჩვენ რა გვჭირს”, – წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის მთავრობა საზოგადოების პროტესტის გამო გადადგა.