aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაია პატარაია: ჩამოყალიბდით, სააკშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს, თუ კვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

უფლებადამცველი ბაია პატარაია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

‘‘ჩამოყალიბდით, სააკშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?

და აღარ დაიწყოთ, “ხალხი ქუჩაში არ გამოდისო”. რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა.

არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია?

პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული“, – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....