ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე: სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. ამის შესახებ ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია.

‘‘მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხერხეულიძემ.

იტვირთბა....