ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია გირჩის ლიდერი ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიაში, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით ხელს არ შევუშლი ჩვენს კოლეგა ნაციონალური მოძრაობის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას. პირველი იტყვიან იმას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა ,,გირჩს“ მაშინ მხარს დაგვიჭერენ ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მეორე მათი ტელეარხების მეშვეობის შეწყვიტავენ იმის ტირაჟირებას რომ ჩვენ ვართ ქოცების მეგობრები მათთან შეკრული და ასე შემდეგ. აი ეს ორი პირობა გვაქ იმისთვის რომ მხარი დავუჭიროთ ნაციონალურ მოძრაობას თავის ამ საქმეში, თუმცა ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებს”, – აცხადებს ხვიჩია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სწორი იქნება თუ პარლამენტში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამის რესურსი ოპოზიციას აქვს, თუმცა საგამოძიებო კომისიის დასკვნას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ცნობილია, რომ პარტია საქართველოსთვის დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ  დაუჭერენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განუცხადა.

იტვირთბა....