ახალი ამბები კორონავირუსი

კულუმბეგოვი: სავარაუდოდ, კოვიდის ბოლო ტალღის მოლოდინში ვართ

სავარაუდოდ, კოვიდის ბოლო ტალღის მოლოდინში ვართ, – აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ არ დაგვავიწყდეს ვაქცინაციის მნიშვნელობა და ბუსტერის დამატების აუცილებლობა.

„კოვიდის სავარაუდოდ ბოლო ტალღის მოლოდინში, არ დაგვავიწყდეს ვაქცინაციის მნიშვნელობა და ბუსტერის დამატების აუცილებლობა!

სიკეთე, სიხარული და ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს ახალ 2022 წელს!“, – წერს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 147 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....