ახალი ამბები პოლიტიკა

იან კელი: საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის

 

საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის, – აღნიშნულის შესახებ „ტვიტერში“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ დაწერა, რითიც ის სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში.

„მესიჯი მარტივია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში“, – წერს იან კელი.

ცნობისთვის, პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 30 დეკემბერს დაამტკიცა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააავრცელა, სადაც ეწერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებებს და საზოგადოების საძირკველს.

იტვირთბა....