ახალი ამბები სამართალი

გორის მუნიციპალიტეტში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.

იტვირთბა....