ახალი ამბები პოლიტიკა

ხოშტარია: საქართველოს მთავრობა დასავლეთს უპირისპირდება

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობა არა თუ არ ეძებს დაცვას დასავლეთში, არამედ უპირისპირდება დასავლეთს.

მისივე თქმით, აშშ-ის ეს უმკაცრესი განცხადება გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და კიდევ უფრო მძიმეა.

„ეს უმკაცრესი განცხადება გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და კიდევ უფრო მძიმეა.

მაშინ როდესაც უკრაინისა და საქარათველოს უსაფრთხოება მორიგი თავდასხმის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, სადაც პირდაპირ რუსეთი ამბობს ამ ქვეყნების ბედი ჩვენ უნდა მოგვანდოთო, საქართველოს მთავრობა არა თუ არ ეძებს დაცვას დასავლეთში, არამედ უპირისპირდება დასავლეთს. თან უპირისპირდება ავტორიტარიზმის გაძლიერების ნიშნით. ძალაუფლების კონტროლის მექანიზმებზე ფიქრსაც არ ვაპირებთ, მივიტაცეთ და ჩვენიაო.

პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური კონფიგურაცია კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს, როგორც უმრავლესობის ნების ამსახველი ძალის.

ასევე მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ არჩევანი რასა და რას შორის დადგა. საბოლოო ჯამში არჩევანს ხალხი აკეთებს“, – წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააავრცელა, სადაც ეწერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებებს და საზოგადოების საძირკველს.

იტვირთბა....