ახალი ამბები კორონავირუსი

ჩხაიძე: საქართველოში შესაძლოა საველე ჰოსპიტლები ამოქმედდეს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოში საველე ჰოსპიტლები ამოქმედდეს.

ამის მიზეზად ჩხაიძე ასახელებს იმ ფაქტს, რომ ინფიცირების რეკორდული სიჩქარით გაზრდის შემთხვევაში შესაძლოა საწოლფონდის დეფიციტი შეიქმნას.

„თუ ჩვენ გვექნება წარმოუდგენლად მაღალი ციფრები და საქართველოში დანიის მაგალითი განმეორდება, სადაც 4 500დან ინფიცირების მაჩვენებელი 21 000-ზე ავიდა, მაშინ, რა თქმა უნდა, გაჩნდება საწოლფონდის დეფიციტი და შესაძძლოა საქართველოში საველე ჰოსპიტლების სისტემის ამოქმედების აუცილებლობა დადგეს“, – აცხადებს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 147 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....