ახალი ამბები კორონავირუსი

გამყრელიძე: სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, პირიქით, შემცირების ტენდენცია შეინიშნება

 

სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა პირიქით, შემცირების ტენდენცია შეინიშნება, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აცრების გარეშე მაინც ეს პანდემია ვერ დამთავრდება და ხსენებულმა ამბავმა მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს.

„დადებითი შემთხვევებიდან „ომიკრონის“ წილი გახლავთ 2.24.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღევანდელი ომიკრონის შემთხვევების რაოდენობა რეალურად დადასტურებულზე ბევრად მეტია. შეიძლება ითქვას, რომ სამჯერ-ოთხჯერ დიდ რიცხვთან გვაქვს საქმე.

„ომიკრონი“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ამ ეტაპამდე. ფაქტია რომ ის ემართება, როგორც აცრილებს ისე აუცრელებს, თუმცა აცრილებში ის კიდევ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

მთავარი მოწოდება ისევ და ისევ არის ის, რომ ყველა ვიყოთ აცრილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, პირიქით შემცირების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ამან არ უნდა გაათამამოს მოსახლეობა. აცრების გარეშე მაინც ეს პანდემია ვერ დამთავრდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 147 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....