თუ ინსპექტორის სამსახური, საგამოძიებო კომისიით ჩანაცვლდება პარლამენტში შევალთ, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ საჭირო 50 ხმა მოგროვდება.
„ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება. მე მქონდა კიდევაც ჩემს კოლეგებთან ოპოზიციიდან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება. იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ე.წ ულტიმატუმით მიმართა.
მას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა, რა მოთხოვნების 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააკაშვილი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.
ამასთან სააკაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ოპოზიციამ სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას, რომლის მიზანიც მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმის შესწავლა იქნება.