ჩამოვიდა, ჩაჯდა, თავი გაწირა და თქვენ როგორ უერთგულეთ?, – მსგავსი კითხვით საზოგადოებას ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ მიმართა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ელისო კილაძე თაკო ჩარკვიანს იმ 117 000 ადამიანის სიის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, რომელიც სააკაშვილის დაბრუნების მოძრაობაში დარეგისტრირდა.
„საახალწლო დღეებში მიშას ხსენება ტრენდული არაა ?!
ისვენებთ ?!
ჰოო,გულზე მჯიღს რომ იცემდით და დეპეშებს უგზავნიდით,ჩამოდი ჩამოდიო ,-სად ხართ ის ხალხი ?!
ჩამოვიდა,ჩაჯდა,თავი გაწირა და თქვენ როგორ უერთგულეთ ?!
იდეა ბ-ნ ლევან გოგუაძეს ეკუთვნის -მეც მოვუწოდებ თაკო ჩარკვიანს-გაასაჯაროვოს 117 000 ადამიანის სია,რომელიც სააკაშვილის დაბრუნების მოძრაობაში დარეგისტრირდა(თუ სიმართლეა )
ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი !
p.s.პასუხად ისტერიკას ნუ დაიმართებს და მორიგ სატელევიზიო გამოსვლას ნუ გამოდებს-ვიგუგლები,ინტერნეტში დევს ეს მასალები.რამე უფრო სკანდალური იპოვოს,თუ აქვს სუსი არ დაამადლის(ხაზზე ყავთ,ახალი დავალებით-ოპოზიციას უნდა ებრძოლოს)“, – წერს კილაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ე.წ ულტიმატუმით მიმართა.
მას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა, რა მოთხოვნების 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააკაშვილი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.