ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაფასებ თქვენს მგზნებარებას, ინტელექტს – სააკაშვილმა ჩარკვიანს ციხიდან წერილი გაუგზავნა

დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაუგზავნა.

“რუსთავის საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა, არადა ვიცი, რომ შეუძლოდ არის, მაგრამ ეს ტვინის სისხარტე, მაშსტაბი, დროის შეგრძნება, საოცარი უნარი ურთიერთობის , ყურადღება, ეს არის ნიჭი რომელიც არ უნდა გავანადგურებინოთ, სირცხვილია, თავის მოჭრაა ქვეყნისთვის ამ მაშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა. მალე, ძალიან მალე თავისუფალი უნდა იყოთ -პრეზიდენტო, თავისუფალ საქართველოში. ჯანმრთელობას გისურვებთ , ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, სირცხვილისთვის არ გავიმეტებთ ქვეყანას, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა იყოს!”, – წერს ჩარკვიანი და წერილს აქვეყნებს.

იტვირთბა....