ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა კი ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს ბათუმელების მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბათუმელები ავრცელებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადარიცხა თანხა.

ანრი და კახა კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს, იყო: „კარგად ისწავლეთ“

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კახას და ანრის ბინა გადაეცემათ „ოცნების ქალაქში“. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქ მცხოვრებთათვის კორპუსები უკვე შენდება.

მანამდე ბიჭები ბიძასთან ცხოვრობენ სოფელ ახალშენში. სასამართლომ მათზე მეურვეობა კი დეიდას მიანიჭა.

იტვირთბა....