საქართვეოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარმიას თქმით, სააკაშვილი არის გაბრუებული და “არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური”
“ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, როგორც თვითონ მითხრა. მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში. წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა, ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა წნევა.
როგორც წინა ჯერზე, უბრალოდ მითხრა, რომ მივხვდი, აღელვების მდგომარეობაში შეიძლება, უარესი დამმართნოდაო. არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რუსთავში მიგვყავხარ, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის პირდაპირი მუქარა, წამებით დამუქრება”,- ამბობს გვარამია.
29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, როგორც სააკაშვილის ახლობელები ამბობენ მას არ აქვს ჯანმრთლების ისთი მდგომარეობა რომ ჰოსპიტალიდან გადაეყვანათ. მოგვიანებით პნიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.