უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს რუსთავის ციზეში, იასკო იმასაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
“მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გაიტაცეს გორის ჰოსპიტალიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს, დაადეს ხელბორკილები, როგორ მდგომარეობაშია ახლა, დაკარგა თუ არა გონება არავინ იცის. ეს ყველაფერი ცინიკურად ღამე გაკეთა, როდესაც ყველას სძინავს. ეს კეთდება იმისთვის რომ ამ ყველაფერზე არ იყოს სწრაფი რეაქცია. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია. ის იმავე დღეს ფეხზე არ დგებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო. იმედი მაქვს, რომ იმ პოზიციის გავლენით ურაინას და საერთაშორისო ბოგობრობას აქვს ჩვენ შევძლებთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას”,- ამბობს იასკო.
გუშინ ღამით ცნობილი გახდა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან, რუსთავის ციხეში გადაჰყავდათ.