ახალი ამბები საზოგადოება

ნიკოლოზ სააკაშვილი: გამიგია მსგავსი რამ, რომ შემდეგი მიშა ვარ, მაგრამ ასეთი რაღაც არ მოხდება

გამიგია მსგავსი რამ, რომ შემდეგი მიშა ვარ, მაგრამ ასეთი რაღაც არ მოხდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში შესვლას არ აპირებს.

„ზოგადად ვერიდები მედიას, რადგან მუშობაში ხელს მიშლის. ოქტომბრიდან რაც ჩამოვედი მგონი სულ ყოველ წამს მხოლოდ ფეისბუქს ვარეფრეშებდი. არ ვიყავი  მობილიზებული და ვერ ვმეცადინეობდი. ზოგი ამბობს, რომ გაჭრილი ვაშლივით მამას გავხარო. პოლიტიკაში ალბათ არასდროს შევალ. გამიგია მსგავსი რამ, რომ შემდეგი მიშა ვარ, მაგრამ ასეთი რაღაც არ მოხდება. სანდრამ თავისუფლება მომცა, რომ შეცდომები დამეშვა ამისთვის მადლობელი ვარ, რადგან ბევრი ვისწავლე“, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

იტვირთბა....