“ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ლიდერისგან ისეთი განცხადება, რაც მელიასგან მოვისმინეთ, მხოლოდ დაცინვას იმსახურებს” – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნათქვამს, რომელმაც tv პირველის ეთერში ბოკერიას “უსინდისო” უწოდა. ამის შესახებ ბოკერიამ ტაბულას განუცხადა.
“როდესაც ხარ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არამხოლოდ შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და პირველ რიგში ოპოზიციურ ამომრჩეველზე. როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, როცა გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, ხალხს დაპირდები, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს გადააგდებ, ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ვინც საღად ხედავს ვითარებას, ევროპული საქართველოსგან და ჩემგანაც. ეს ჩვენი ვალია, საზოგადოებას ვუთხრათ, რა მიგვაჩნია არასწორად. სანამ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მის ლიდერებს მოუწევთ ამასთან შეგუება”,- ამბობს ნიკა მელია.
28 დეკემბერს TV პირველის ეთერში წამყვანმა ნიკა მელიას “მასობრივი შიმშილობის” შესახებ გიგა ბოკერიას ციტატა წაუკითხა, რის შემდეგაც ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა – “თუ თქვა, უსინდისოა ეს ადამიანიც და სადმე როცა მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც”