პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საყოველთაო შიმშილობას პოლიტიკური შედეგი ვერ ექნება, თუმცა თუ პიროვნულად სააკაშვილი “უყვართ” შიმშილობა მისაღები ფორმაა. ამის შესახებ ხუხაშვილმა მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.
“მორალურად გასაგებია, უსამართლობა – შიმშილობენ. ზოგადად შიმშილობა მისაღები ფორმაა, რადიკალური მაგრამ პოლიტიკაში დასაშვები ფორმაა. წმინდა პოლიტიკურ ჭრილში, რომ შევაფასოთ შიმშილობა პერსონალურ საკითხზე, ანუ ადამიანის ციხიდან უპირობოდ გამოშვების მიზნით არ მიმაჩნია რომ პოლიტკურად იყოს მომგებიანი და შედეგის მომცემი, რადგან ამ საზოგადოებაში სააკაშვილის მხოლოდ მომხრეები არ ჰყავს. მას ჰყავს მოწინააღმდეგეები და კიდევ უფრო მეტი ადამიანია ვისაც აინტერესებს ბოლო-ბოლო დამნაშავეა თუ არა. ანუ ადამიანები, რომლებიც შედარებით ნეიტრალური დამოკიდებულებით არიან მათ უნდთ გაერკვნენ დამნაშავეა თუ უდანაშაულოა, შესაბამისად თუ ჩვენ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ სწორი მოთხოვნა იქნებოდა არა მისი განთავისუფლება, არამედ სამართლიანი მართლსაჯულების მოთხოვნა და ამ მექანიზმების შექმნის მოთხოვნა. აი ეს ნაციონალური მოძრაობისთვისაც და მიხელ სააკაშვილისთვისაც უკეთესი იქნებოდა.
თუ ჩვენ ვითხოვთ, უპიორობო განთავისუფლებას და რომ განთავისუფლდეს ამ მოთხოვნი შედეგად – ეს პოლიტიკურ შედეგს ვერ მოიტანს. ეს ფიროსის გამარჯვება იქნება. რატომ ? იმიმტომ რომ თუ ის გამოვიდა კითხვაზე პასუხი ღია დარჩება ვერავინ გაერკვევა ეს კაცი რეალურად დამნაშავე იყო და მაინც გამოუშვეს… შესაბამისად პოლიტიკური შედეგი არ იქნება სასარგებლო ნაციონალური მოძრაობისთვის. თუ პერსონა სააკაშვილი უყვართ და ამიტომ შიმშილობენ ეს გასაგებია მაგრამ ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს”,- ამბობს ხუხაშვილი.
შეგახენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საყოველთაო შიმშილობა გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილის უპირობა გასათავისუფლებლად.