ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: თოლორაიას ვუსმენ და გეტყვით, რომ მთავარი პრობლემა უწყების კი არა, საერთოდ ადამიანობის გაუქმებაშია…

[su_quote] ლონდა თოლორაიას ვუსმენ და გეტყვით, რომ მთავარი პრობლემა უკვე უწყების კი არა, მორალის, ზნეობის, ღირსების, სიტყვის პატივისცემის, კაცობის, წესიერების და საერთოდ ადამიანობის გაუქმებაშია… [/su_quote]

ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ქართული ოცნების წევრებს მიმართა და უთხრა, რომ სულ მინიმუმი ამ სამსახურის გაუქმებას თუ აპირებდნენ გაეფრთხილებინათ. ამის შესახებ თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

“დეკემბრის დასაწყისიდან ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მე არ მინდოდა, რომ საქართველოს პარლამენტს ჩვენი წინადადების შესახებ გაეგო კანცელარიიდან. მოვიწერე მეილი პარლამენტში, რომ გთხოვთ შემხვდეთ-თქო. 8 თუ 9 დეკემბერი იყო. პასუხს ვიღებდი, რომ დაკავებულები ვართ, დღეს ხვალ შევხვდეთო. ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, წლის ბოლოა და ა.შ. და თურმე, ამის პარალელურად იწერება კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, არამედ სამსახურს მთლიანად აუქმებს.

ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე პირადად მე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე, ელემენტარული, ალბათ მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა, “ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ” და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და უნდა გეთქვათ – “ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ – მადლობა ყველაფრისთვის”,- ამბობს თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი სულ რამდენიმე დღის წინ გაცხდა ცნობილი, თავად ინსპექტორისთვისაც.

იტვირთბა....