ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: სააკაშვილი სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში უნდა იყოს გადაყვანილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ექიმის პოზიციაა, რომ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ იქნება თავისუფლებაზე. ამის შესახებ გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“მკურნალი ექიმის პოზიციაა, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბლიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ასევე, ის აღიარებს, რომ გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ ფორმა ასი დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, სახელმწიფო კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო. ფსიქონევროლოგიური სტატუსის გარეშე, მხოლოდ ანალიზებით დაიწერა ფორმა ასი.

აქვე, ექიმი გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელია რეაბილიტაცია აქაც კიო, და რუსთავის ციხეში როგორაა რეაბილიტაცია და როგორ მოაწერა მაშინ ხელი მის გადაყვანას, გამოუცნობელი რჩება”,- ამბობს გვარამია.

იტვირთბა....