ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ამბობს რომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვები დასვა.
“ჩვენ ვაფასებთ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარეებთან. ჩვენ მათთან გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პუნქტზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის მთელი გუნდის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. ჩვენ ვისაუბრეთ აღნიშნულ საკითხებზე და კომიტეტის თავმჯდომარეებმა მოინიშნეს შენიშვნები”,- ამბობს დეგნანი.
ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს, შეხვდა.