[su_quote] გიორგი მარგველაშვილი, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ:
“ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რომლის ქართველების მიერ დაპატიმრება და გამოკეტვა პუტინის უმთავრესი ინტერესია”.
გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი სააკაშვილის და მისი პატიმრობის შეფასებაში? ან პუტინის ხსენება ვინ გაბედა? (ენმ-ს არ ვგულისხმობ)
ეს არის ისტორიული ტექსტი (ისეთივე, როგორც თავის დროზე იყო მარგველაშვილის განცხადება რ2თან დაკავშირებით), რომელმაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკიდურესად პოზიტიურად და სამუდამოდ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. [/su_quote]
ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ სელში წერს.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ საქრთველოს მეოთრე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, შეხვედრის მერე კი მან განაცხადა, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.