ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია ზურაბიშვილზე: გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული რეჟიმზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბევრი საკითხი განიხილა. როგორც მელია ამბობს, პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა “გულუბრყვილო მოლოდინი არ აქვს”

“თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ, ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას, ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი. არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვანაირად გაგვიჭირდება”,- ამბობს მელიამ.

იტვირთბა....