ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ჰგონია, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ იმუშავებს, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანი.
“რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია. ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება ჩემი აზრით, ვიდრე რომელიმე სხვა სპეციალობისა და პროფესიის ადამიანი”,- ამბობს თურნავა.
პრემიერმინისტრმა დღეს ჯანდაცვის ახალ მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. განათლება მას ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში აქვს მიღებული.