ქართული ოცნების წარმოამდგენელი, მამუკა მდინარაძის თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი კარიგა რომ “კარგი მენეჯერია”. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მე პირადად ძალიან მომწონს, რომ ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან სისტემაში, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია, რომელსაც აქვს არაერთი მიმართულება – სოციალური, დევნილების, ჯანდაცვის, ინიშნება კარგი მენეჯერი, რომელიც იქნება ამ მიმართულებების თავი
მას ეყოლება მიმართულებების ხელმძღვანელები – მოადგილეები, რომელთაგანაც ერთი უხელმძღვანელებს ჯანდაცვის მიმართულებას, მეორე დევნილების მიმართულებას, მესამე სოციალურ მიმართულებას და ა.შ. ეს იქნება კარგი მენეჯერული გარღვევა და პირადად მე ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მომწონს და მივესალმები პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ მენეჯერული გამოცდილებით შეირჩა მინისტრობის კანდიდატი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს. ეს იქნება ძალიან კარგი და ამან შეიძლება გაცილებით კარგი შედეგი მოგვცეს”,- ამბობს მდინარაძე.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დანიშნა.