პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.
“დღეს წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მინისტრს ბატონ ზურაბ აზარაშვილს, ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ფინანსების მართვის კარგი გამოცდილება”,- ამბობს ღარიბაშვილი.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.