ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლიზა იასკო: სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემები აქვს, არანაირი დიაგნოსტიკის აპარატი კლინიკაში არაა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით მისმა მეუღლემ მოინახულა. ლიზა იასკოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.

“მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემები აქვს. ამ დრომდე არანაირი დიაგნოსტიკის აპარატი კლინიკაში არაა. ახლა საჭიროა ჩაუტარდეს კომპლექსური რეაბილიტაცია, რომელიც მისთვის უსაფრთხო იქნება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ომბუდსმენი უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხარე იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც იცავს სიმართლეს,” – განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას ლიზა იასკომ.

იტვირთბა....