ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რაიმე ღირსება აქვს, ნაცმოძრაობასთან კოალიცია არ უნდა შექმნას

ნებისმიერ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს თავისი წითელი ხაზები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წითელი ხაზია კოალიციის არშექმნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რაიმე ღირსება აქვს, მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ უნდა შექმნას. ვნახეთ, რომ გახარიას პარტიამ ჩხოროწყუში შექმნა კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. დიდხანს ვერ ბედავდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გადაკვეთეს ეს ყველაფერი, ცდუნებამ სძლია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობას არ აქვს არავითარი ღირსება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....