ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: პაპუაშვილი არის ქვეყნისთვის თავდადებული, დადებითი პიროვნება

არ ვიცი, რა შთაბეჭდილებას ტოვებს საზოგადოებაში შალვა პაპუაშვილი, მაგრამ ეს არის მაღალი კლასის იურისტი, საკმაოდ დადებითი პიროვნება, თავდადებული თავის ქვეყნისთვის და არანაირ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერესს, რასაკვირველია, განსხვავებული პოზიცია კახა კუჭავასგან არ გააჩნია და გუნდში ერთნაირია პოზიცია. სიხისტე მას ნამდვილად არ ახასიათებს. ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს იმ ადამიანების პროევროპულობაზე, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ, რადგან პროევროპული ნამდვილად არ არის ადამიანის წამება ან მწამებლის მხარდაჭერა და ეს არის რეალურად ის სურათი, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. გუშინ საერთოდ კომიკური რამ მოვისმინე, რომ „ქართული ოცნების“ შიდა წყაროებიდან ერთ-ერთი ტელევიზიისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიტსაბჭო მიმდინარეობს ძალიან ხისტი დაპირისპირების პირობებში, რაც არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, საინფორმაციო სივრცეში ასეთი მოქმედება არის მორალური სიბინძურე. დაპირისპირება არ არსებობს და კამათი რომც არსებობდეს, ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, რომ გადაწყვეტილება ერთი იყოს.

შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა კარგა ხანია, იხილება და ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც გაფორმდა პოლიტსაბჭოში, ყველაზე მოკლე პერიოდი დაიკავა, აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს და გარკვეული ოფიციალური განცხადებები გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით, პროექტზე და მასში კახას მონაწილეობაზე კარგა ხანია, ვმსჯელობთ

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომისა და ამ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....