ოპოზიციონერი გიგი უგულავს თქმით, ირაკლი კობახიძემ პარლამტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა იმიტომ ჩაანაცვლა, რომ კუჭავა “არასაკმარისი უტიფარი” აღმოჩნდა.
“ეს ამბავი ანახებს ერთ რამეს – ქართული ოცნების პრიორიტეტი, ომიკრონის შტამია, ყველა პროგნოზით იანვარი და თებერვალი იქნება უმძიმესი, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ჯანდაცვის მინისტრს ვერ ნიშნავენ და ამ დროს, სამეფო კარის თამაშებით პაიკების გადაადგილება მიდის. ჩვენს ქვეყანაში, რაც არაფორმალური მმართველობა ჩამოყალიბდა, ივანიშვილის ყველა დასმული ადამიანი ბაძავს მას. არაფორმალურად მართავდა ფარცხალაძე პროკურატურას, არაფორმალურად მართავდა უჩა მამაცაშვილი ბიზნესს, არაფორმალურად მართავს კობახიძე პარლამენტს, ამიტომ კუჭავა აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი… ახლა დანიშნა უკეთესად ადმინისტრირებადი”,- ამბობს უგულავა მთავარ არხთან.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს განაცხადა.
“შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, მომავალ წელს მეტს გაიგებთ იმ პროექტზე, რომელსაც ვუხელმძღვანელებ”,- აღნიშნა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.