ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: შეიძლება მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საზოგადოება ახალ წელს მაქსიმალურად ვიწრო წრეში შეხვდნენ, ვინაიდან კორონავორუსის ახალი შტამი – ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

“პროგნოზი გვაქვს, რომ ახალ წელს ომიკრონი გვაცდის, მაგრამ რეკომენდაცია იქნება, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო ოჯახურ წრეში, ერთ კლასტერში შევხვდეთ ახალ წელს, რადგანაც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ის ძალიან სწრაფად გავრცელდება და შეიძლება ძველით ახალი წლისთვის იმდენი ავადმყოფი იყოს, რომ მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს”,- განაცხადა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 24 დეკემბერს დაფიქსირდა.

იტვირთბა....