ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაპუაშვილი: საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე

ქართული ცოენების ახლად დანიშნული პარლამენტის თავმჯოდამრის, შალვა პაპუასვილის თქმით, საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.

“პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან მართლა რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და შეძლო პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა. ასევე, დიდი მადლობა მას პირადად იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ის თავმჯდომარე გახდა, განსაკუთრებით ვგრძნობდი, როგორც პარლამენტის წევრი და როგორც მეგობარი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.

საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, ამ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს დარჩა 2024 წლამდე, მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი. გარდა ამისა, იმ უსაფრთხოების რისკიდან გამომდინარე, რომელსაც რეგიონში ასრულებს, პარლამენტს აქვს აქაც დიდი როლი. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა”,- ამბობს პაპუაშვილი.

იტვირთბა....