მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, კუჭავას თანამდებობიდან “გადადგომა” მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალური საპარლამენტო რეფორმების გასაკეთებლად და ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია.
რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სთქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა.
სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია.
რა დამოკიდებულებაც არ უნდ გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი “გადადგომა” მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებითი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალური და მოჩვენებით აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა”,- წერს გვარამია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.