ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კუჭავა: შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ის “შორს არსად მიდის” და პოლიტსაბჭოში, თავის გუნდში გააგრძელებს მუშაობას.

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ, მე ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთნ ერთდ”,- ამბობს კუჭავა.

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა რომ კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტს ტოვებს, მის ნაცვლად კი შალვა პაპუაშვილი იქნება.

იტვირთბა....