BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის თქმით, სახელმწიფოსთან კლუბების გახსნის ნაწილში 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუმცა არც ერთმა უწყებამ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა არ გაითვალისწინა, მანვე აღნიშნა რომ BASSIANI-ის სივრცეს არ დაახურინებს თავისუფლების აღკვეთის ფასადაც რომ დაუჯდეს. ამის შესახებ ორაშვილი ფორმულასთან საუბრობს.
“თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ. იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ან მზრუნველი ან მას სხვა გეგმები და მიზნები აქვს. ჩვენ 6 თვე ვიმუშავეთ გამოსავალზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტანდარტზე, რომელსაც უნდა უზრუნველყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მათ ამაზე უარი გვითხრეს. შესაბამისად მიზანი არის ამ თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების ფიზიკური განადგურება, ჩვენი დაშინება.
პირადად მე 400-გვერდიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი მაქვს გაკეთებული, ორი კვლევა გვაქვს შემუშავებული. ძალიან კარგად გვესმის ეპიდემიოლოგიური სიტუაციების სიმწვავე, მისი ტრაგიკული შედეგები, მაგრამ პირველებმა დავხურეთ ამ მოტივით. 22 თვე ველოდებოდით, ვეძებდით გამოსავალს და ვიპოვეთ ეს გამოსავალი. ეს უწყებები უნდა დათანხმებოდნენ ამ გამოცდილებას. 6 თვე ველაპარაკეთ, შედეგი არის – შანტაჟი, დაშინება, განადგურება”,- ამბობს ორაშვილი.