ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე: ტალღასავით მოდის და მიდის უმძიმესი ფაქტები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე ფეთქდება

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, მძიმე საქმეები მოდის და მიდის, რომელიც რამდენიმე დღე ფეთქდება და მერე იკარგება, მისივე თქმით ეს პოლიტიკოსებსაც ეხებათ.

“ნინოწმინდის პანსიონში პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული, ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა იკვეთება. ეს არის სახალხო დამცველის დასკვნაში.
ეს საქმე არის მაგალითი როგორ ტალღასავით მოდის და მიდის უმძიმესი ფაქტები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე ფეთქდება. არავინ მიყვება ბოლომდე და გვრჩება მიღმა. პოლიტიკოსებისაც გვეხება, როცა ბოლომდე პრობლემებს არ ვუღრმავდებით. მადლობა სახალხო დამცველს, მართლაც სტანდარტის უმაღლესი ნიშნულია”,- წერს დეკანოიძე.

იტვირთბა....