ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰეალაინის თანადამფუძნებელი: მუდმივად მივყვებით ახალ ტენდენციებს და ვნერგავთ მათ საქართველოში

თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, მთელს მსოფლიოში. ადამიანებისგან ხშირად გვესმის კითხვა თუ რა არის გამოსავალი? დროსთან ერთად დროში გამოცდილი პროფესიონალი ექიმების მიერ ჩატარებული თმის გადანერგვის წარმატებული ოპერაციიები გვიჩვენებს რომ გამოსავალი ერთადერთია-თმის გადანერგვა.

სწორედ ამ პროცედურის ჩატარება უზრუნველყოფს არამხოლოდ სიმელოტისგან თავის დაღწევას არამედ უფრო მეტიც-თავდაჯერებულობის გამყარებას და უფრო წარმატებულ მომავალს.

თმის ცვენა არა მხოლოდ იმიჯს გვიცვლის არამედ ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. დღესდღეობით რა სიახლეებია თმის გადანერგვის ინდუსტრიაში გვესაუბრება-პლასტიკური ქირურგი და ზოგადი ქირურგი 26 წლიანი გამოცდილებით,კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშენალის“ დირექტორი ირაკლიი ბებიაშვილი. იგი გახლავთ ამავე კლინიკის და „საქართველოს თმის გადანერგვის ქირურგთა და ტრიხოლოგთა ასოციაციის „ თანადამფუძნებელი დათმის გადანერგვის დარგში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წევრი .

მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, რა კრიტერიუმებით ხდება სპეციალისტების შერჩევა?

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მხოლოდ პროფესიონალებით, თმის გადანერგვის დარგში 17წლიანი გამოცდილების მქონე ექიმებით: ქ.ჭუჭულაშვილი, მ.ქარდავა, ლ.გეწაძე და ა.შ ყველას ვერ ჩამოვთვლით, თუმცა მათი გუნდური თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება უზრუნველყოფს იმ ხარისხს, რომლითაც ვპოზიციონირობთ მსოფლიოს მასშტაბით თმის გადანერგვის სფეროში. ჩვენს კლინიკაში მოღვაწეობს საერთაშორისო მნიშვნელობის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდის მქონე ექსპერტი თმის გადანერგვის დარგში- პროფესორი თამაზ თამაზაშვილი , რომელიც არის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და თმის გადანერგვის დარგის დამაარსებელი საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით ვნერგავთ თმის გადანერგვის ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს.

რა ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ მუდმივად მივყვებით ახალ ტენდენციებს და ვნერგავთ მათ საქართველოში. ჩვენი კლინიკა ამიერ კავკასიაში პირველ ადგილზეა, და მსოფლიოს საუკეთესო თმის გადანერგვის რამოდენიმე კლინიკასთან ერთად მოწინავე პოზიციებს იკავებს. ჩვენ მუდმივად მოგვმართავენ თმის გადანერგვის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან -ხარისხი განაპირობებს მოთხოვნილებას. ეს ჩვენთვის საამაყო და მეტად საპასუხიგებლოა. ჩვენ ვართ ამიერ კავკასიაში პირველი კლინიკა, რომელმაც დანერგა თმის გადანერგვა გაპარსვის გარეშე non-shave FUE მეთოდით, ასევე გრძელი თმის გადანერგვა FUE მეთოდით. თუკი პაციენტს არ გააჩნია თავზე თმის საკმარისი სადონორო მარაგი, თმის მოპოვებას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან ვახორციელებთ-ესეც ტექნოლოგიურად ძალიან რთული პროცესია. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია Doctor U -ს Hair revolution system-ის ბოლო თაობის აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება ხვეული და „ხუჭუჭა“ თმის მოპოვება და შემდეგ გადანერგვა, რათქმა უნდა წარმატებულად, და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ყველა ამ მიღწევების სულისჩამდგმელი/განმახორციელებელი არის „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის პროფესიონალთა გუნდი.
ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ თმის ცვენის პროცესის პრევენცის მეთოდების შემუშავებაზე და საკმაოდ დიდი წარმატებებიც გვაქვს.

როგორ ხდება თმის ცვენის დიაგმოსტიკა?

თმის ცვენის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია მიკროელემენტების შემადგენლობის შესწავლა და ტრიხოსკოპიული კვლევები. ეს ხდება მრავალფუნქციური აპარატით, რომელიც ადგენს თმა თავისი ფიზიოლოგიური ციკლის რა ფაზაშია. საერთოდ, თმის 85% უნდა იყოს ზრდის ფაზაში, დანარჩენი კი მოსვენების ფაზაში. თუ ეს თანაფარდობა დაირღვევა თმის ცვენა გარანტირებულია. საჭიროა ჰორმონალური ფონის დადგენა. ასე რომ დიაგნოსტირებაში დერმატოლოგ-ტრიხოლოგის გარდა ერთვებიან იმუნოლოგ-ალერგოლოგი და ენდოკრინოლოგი.მოკლედ, ეს საკმაოდ შრომატევადი და კომპლექსური კვლევაა.

შესაძლებელია თუ არა თმის ცვენის პროცესის სხვა გზებით მკურნალობა?

თმის გადანერგვის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს სამკურნალო მანიპულაციები. ეს შეიძლება იყოს მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, ლაზეროთერაპია და მედიკამენტოზური თერაპია. . მთავარია ადრეულ ეტაპზე დადგინდეს თმის ცვენის მიზეზი, რადგან დიდი ალბათობაა, რომ კონსერვატიული მეთოდებით მოხდეს შეჩერებაც და ბოლო პერიოდში გაცვენილი თმის აღდგენაც. დღეს აქტუალური გახდა პოსტკოვიდური თმის ცვენის დიაგნოსტიკა-მკურნალობა, ამ მიმართულებითაც გვაქვს წარმატებები.

თმის გადანერგვის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები თუ არსებობს?

თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი ძალზედ კომფორტულია-არავითარი ტკივილი და არავითარი განსაკუთრებულ მოვლა-აუცილებელი ჰიგიენური პირობების დაცვით შემოიფარგლებიან. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება და ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა-1-2კვირის განმავლობაში . გადანერგვის შემდეგ უკვე მესამე დღიდან პაციენტები იწყებენ თავის დაბანვას.

რამდენად ხშირად მოგმართავენ ქალბატონები და რა იწვევს თმის ცვენას ქალებში?

ქალებში ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა, ასევე მენოპაუზამ და სხვადასხვა სტრესებმა. ქალბატონები მამაკაცებისგან განსხვაევბით თმის გადასანერგავად ხშირად არ მოგვმართავენ, ვინაიდან კონსერვატული მკურნალობა ხშირად ეფექტურია-რაც მდედრობით სქესში თმის ცვენის ეტიო-პათოგენეზიდან გამომდინარეობს, მაგრამ ხშირია მათი მომართვიანობა: წარბების გადასანერგად. ბოლო წლებში კი ძალიან პოპულრული გახდა შუბლის ხაზის მოდელირება, კორექცია-თმის გადანერგვით.

თმის გადანერგვის გარდა რას სთავაზობს კლინიკა ჰეალაინ ინტერნეიშენალი მომხმარებელს?

თმის გადანერგვის გარდა, HAIRLINE INTERNATIONAL-ში წარმოდგენილია პლასტიკური და ესთეტიკური მიმართულებით არსებული ოპერაციების და პროცედურების სრული სპექტრი: ლიპოსაქცია, რინოპლასტიკა,ბლეფაროპლასტიკა, წელის კორექცია, მამოპლასტიკა ,ოტოპლასტიკა და სხვა.
გარდა ამისა ვახორციელებთ ესთეტიკური გინეკოლოგიის დარგის განვითარებას და ამ მიმართულებითაც ყველა არსებულ პროცედურას ვთავაზობთ/ვახორციელებთ-ეფექტური შედეგებით.
„ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ არის ერთადერთი კლინიკ ა თმის გადანერგვის დარგში, რომელმაც თავისი კვალიფიციური და რეზულტატური სერვისებით მოიპოვა „ქართული ხარისხის „ საპატიო მოწმობა/სერთიფიკატი -რითაც კლინიკის-როგორც ლიდერის თმის გადანერგვის სფეროში- რეპუტაცია მტკიცებითი მეცნიერებების განზომილებაში გადავიდა.

და ბოლოს ნება მიბოძეთ,“ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის სახელეთი საქართველოს მოსახლეობას- აქაც და ემიგრაციაშიც -მივულოცო დამდეგი ახალი წელი და შობა, ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა და წარმატებები ყველა სფეროში.

იტვირთბა....