ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: ვამაყობ ჩემი 14 წლის შვილის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციით

[su_quote] ახლა ჩამოვედი კახეთიდან და ჩემს პროცესზე მივემართები. მაგრამ სტატუსი ამაზე არაა.
ჩემ სანდროს გუშინ მზიურში მოთხოვეს ტელეფონი. სანდრომ, ინგლისურად, ბოდიში მოუხადა და ვერ გათხოვებთო. მიტრიალდა და გააგრძელა გზა სახლისკენ. იმათ, როგორც ჩანს, უცხოელად ჩათვალეს და ცხრასართულიანი გინებები მიაყოლეს.
მოვიდა სანდრო სახლში და მან და დედამ ერთად გადაწყვიტეს და პატრულში დარეკეს (მე კახეთში ვიყავი და ახლა ვიგებ ყველაფერს). ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, თავდამსხმელების გარკვევა და მომავალში მათ მიერ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობა/ძარცვის პრევენცია იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, იმაში დარწმუნება, რომ ეს ინციდენტი იმით არ იყო გამოწვეული, რომ სანდრო ჩემი შვილია.
პოლიცია მოვიდა სწრაფად. ამოიღო ვიდეოკამერები და თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა.
ვამაყობ ჩემი 14 წლის შვილის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციით და მადლობას ვუხდი პოლიციას ოპერატიულობისა და კეთილსინდისიერებისთვის.
[/su_quote]

ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

იტვირთბა....