კომპანია მერკის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მერკის აბის გამოყენების უფლება მისცა, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებული, მაღალი რისკის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვისაა გამიზნული.
შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „მერკის“ წამალი, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომები შეაქვს, შესაძლოა გამოიყენონ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სხვა ნებადართული სამკურნალო საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის, ან კლინიკურედ შეუსაბამოა.
წამალი მოლნუპირავირი რიჯბექ ბაიოთერაპევტიქსთან ერთად შეიქმნა და კლინიკურ გამოცდებში აჩვენა, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის დაახლოებით 30 პროცენტით შემცირება შეუძლია.