ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის თქმით, სააკაშვილი ის ფსიქოტიპი, რომელიც დანაშაულს ვერც ხედავს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში განაცხადა.
“ის თვლის, რომ რასაც ის აკეთებს ყველაფერი კარგია, ყველაფერი სასიკეთოა. იმ სასულიერო პირებთან საუბრისას, რომლებიც სააკაშვილს უჭერენ მხარს, როდესაც საუბარი მიდის არგუმენტებამდე, ისინი ჩუმდებიან.
50 დღის ნაშიმშილები სააკაშვილი 2 საათი გაუჩერებლად ლაპარაკობდა და როდესაც 7 ნოემბერზე დაუსვეს შეკითხვა დავიღალეო და წავიდა. პასუხს გაექცა. ასეთ დროს როგორ შეიძლება თანამშრომლობა შედგეს, როდესაც აბუჩად იგდებ სასამართლოს. ორი საათი რომ საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკობ, შემდეგ კითხვას არ სცემ პასუხს, ან არაადეკვატური ხარ ან არაგულწრფელი”,- ამბობს მეუფე იოანე.