ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადრეული ქორწინება კახეთში – 14 წლის მოზარდი გაიტაცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 14 წლის მოზარდი გაიტაცეს. ბაია პატარაიას ინფორმაციით, საქმე ნაადრევ ქორწინებას ეხება.

არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა, 14 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან ძალით წაიყვანა.

“რამდენიმე დღეა გამზრდელი ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც 11 წლის ასაკში დანიშნეს და ახლა უკვე იმ საქმრომ გაიტაცა. ბებიის მტკიცებით, ბავშვი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ქორწინების. ვრეკავთ შსს-ში და გვეუბნებიან, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და პრობლემა არ არსებობს. თუმცა, აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ვიღებთ სოფელში: ნასამართლევი საქმრო დაკავებული არ არის, გოგონა საქმროს ბებიასთანაა, სადაც ეს კაცი აკითხავს; ამბობენ, რომ მოლამ ჯვარიც დასწერაო.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგონა არ არის საკუთარ ოჯახში. მორიგი ადრეული ქორწინების მიჩუმათება ხდება იორმუღანლოში სწორედაც რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დუმილით.
ყველა თავს ვიკავებდით ეს დღეები, და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის იმედი გვქონდა, მაგრამ ისღა დაგვრჩენია ჩავრთოთ საქმეშია მედია, რათა ბავშვის ხარჯზე ერთმანეთს არ გაურიგდნენ ზრდასრული კაცები”,- წერს ბაია პატარაია.

იტვირთბა....