ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეგნანი: პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულია მისი ჩართულობით.

მისივე თქმით, პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში ამ საქმეში.

“პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ყველა მხრივ მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში”,- ამბობს დეგნანი

შეგახსენებთ, რომ შერიგების პროცესში საქართველოს პრეზიდენტი

იტვირთბა....